მაგალითად, თოვლის საფარი პატარავდება და პოლარული ყინულის მწვერვალები დნება. ზღვის დონის აწევამ შეიძლება საბოლოოდ დატბოროს სანაპიროები. დედამიწის კლიმატის შეცვლით ოტოქსინებმა და სხვა ქიმიურმა შენაერთებმა, ჰაერში შეიძლება დააზიანოს ოზონის სფერო. ოზონის სფერო ატმოსფეროში იცავს ცოცხალ არსებებს მზის მავნე სხივებისგან. ამ დაცვის გარეშე ცოცხალი არსებები და მათ შორის ადამიანებიც საფრთხეში ჩავარდებიან. პროგრესის გამო ჩვენ შევცვალეთ ლანდშაფტი. ხის მასალისთვის ჩვენ დავჩეხეთ მთელი ტყეები. ეს საქციელი ანადგურებს ცხოველებს, იწვევს ეროზიას და დატბორვას. ჩვენ დავაგუბეთ მდინარეები, რომ შეგვექმნა ელექტროობა. ხელოვნურმა ტბებმა დატბორეს დიდი ტერიტორიები. თევზები გაჩერდნენ დაგუბებულ მდინარეებში და ვეღარ მრავლდებიან. ჩვენ შევცვალეთ მდინარის კალაპოტი რომ მოგვერწყო ფერმული მეურნეობა. ამან წარმოქმნაუდაბნოები, სადაც ადრე წყალი მოედინებოდა ამან დაუმატა ნიადაგის დამარილიანება და მიწის გამოფიტვა. ჩვენ ამოვაშრეთ ჭაობები და ავაშენეთ ბულვარები რის შედეგადაც ბევრი ცხოველი და მცენარე გაქრა.
რატომ ვართ ჩვენ უყურადღებოები?
პრობლემა ისაა რომ ჩვენ ვერ ვხვდებით როგორ
ვაზიანებთ ყველაფერს. არის ორი მაგალითი, ასვანდემის აშენება და ამაზონი წვიმის ტყის
გაწმენდა.
1960 წლს ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა დააგუბა
მდინარე ნილოსი, რათა შეემცირებინა დატბორვები ყოველწლიურად და შეექმნა ელექტრო ენერგია.
,,სასწაული მუშაობს’’ თქვა მან. წყალსაცავმა
შეაჩერა დატბორვები, თუმცა ასევე დაბლოკა შლამის დინება, ამიტომ ფერმერებს უწევდათ
ქიმიური სასუქის გამოყენება. შლამის ნაკლებობამ, რომელიც ნილოსიდან მოედინებოდა ხმელთაშუაზღვისკენ,
გამოიწვია ბევრი პრობლემა. მან გაზარდა ეროზია სანაპირო ზოლზე, რამაც ავნო გარეულ ცხოველებს,
მათ შორის სარდინებს და შრინპებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ზღვაში. წყალსაცავის აშენების
შემდეგ, თევზები ნორმალურ საკვებს ვეღარ იღებდნენ და ამის გამო დაიღუპნენ. სარდინების
ინდუსტრია ჩაფლავდა. ფერმერული მიწები რომლებიც წყალსაცავების ქვევით იყო ვერ შრებოდა,
გამარილიანდა და გახდა გამოუყენებადი.
ეს ,,სასწაული’’ გახდა უბედურება ეგვიპტეში.
თარგმნა გოგა ხმალაძემ (10 კლასი)